Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 11
მაუწყებლობის შესახებ article 9 კომისიის შემადგენლობა. 1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. 2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. 3. პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით. 4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, კანონიერებისა და გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით. 5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ. 6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 7. ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კომისიის წევრის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში. 8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 9. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 11. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატურების სიას საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. თანახელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 13. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 14. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურებს. 15. კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 16. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი. 17. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. 18. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვისათვის. 19. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 20. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს ერთობლივი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე არ გადააყენა, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება |
მაუწყებლობის შესახებ article 9 1. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ან თუ სასამართლო ამ კომისიის წევრს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგება ან გარდაიცვლება, საქართველოს პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განაჩენს კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. 3. თუ კომისიის წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 4. კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული კომიტეტი ადგენს ამ განცხადების ნამდვილობას, იმ გარემოებას, რომელიც მას საფუძვლად დაედო, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრს უფლება აქვს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში გამოითხოვოს და თავისი უფლებამოსილების განხორციელება გააგრძელოს. 5. კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს კომისიის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრის გარდაცვალებისას მისი უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს შეისწავლის და განიხილავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. კომისიის წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ. 7. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: |
მაუწყებლობის შესახებ article 9 ა) კომისიის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში; ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში. |
მაუწყებლობის შესახებ article 9 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული საფუძველი დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ. საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. თუ კენჭისყრისას მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია, ან თუ საქართველოს პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. |