FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  48

სამეცნიერო კვლევის განხორციელების პრინციპები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
    ა) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით;
    ბ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება სათანადო მეცნიერული მეთოდებით და სახსრებით, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნათა შესაბამისად;
    გ) სამეცნიერო კვლევა არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ დაბრკოლებებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ზღვით მართლზომიერ სარგებლობას;
    დ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება ყველა იმ წესის გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მიიღება.