Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 7 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები. 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაციები, რომლებიც აერთიანებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ წარუდგინონ პალატას თავიანთი წევრი მეწარმე სუბიექტების და მათი გაერთიანებების დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. პალატას უფლება აქვს, არ დაამტკიცოს იმ წევრთა სია, რომელთა საქმიანობაც სცდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ საზღვრებს. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაფუძნება შეუძლია პალატას მისთვის არანაკლებ 20 მეწარმე სუბიექტის საინიციატივო ჯგუფის მიმართვის საფუძველზე. 4.პრეზიდენტს შეუძლია ბრძანებით შექმნას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ქვეყნის რეგიონული მოწყობის გათვალისწინებით. |
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 7 5.რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული საზღვრები და უფლებამოსილება. 6.ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა. 7. შესაძლებელია რამდენიმე რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაერთიანება. 8.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონის, პალატის წესდების, შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა და თავიანთი წესდებების საფუძველზე, ხოლო რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე. 9. საქმიანობის ტერიტორიიდან გამომდინარე, პალატის წევრი მეწარმე სუბიექტები (მათი გაერთიანებები) იმავდროულად არიან შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები. |
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 7 10.პალატის წევრი შესაძლებელია იმავდროულად იყოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრი, ნებაყოფლობითი წევრობის საფუძველზე. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 11.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საწევრო შენატანის დაწესება შეუძლიათ მხოლოდ პალატასთან შეთანხმებით. 12. პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა, მათი საქმიანობისა და ფინანსების გამიჯვნა დამატებით რეგულირდება პალატის წესდებით და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული აქტებით. |