FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

article  5

ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
1. ავტორიზებულ პირს აქვს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება, ხოლო ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას საკუთარი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
    ა) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობისა და შესაბამისი მარშრუტის შესახებ;
    ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტიპისა და ამჟამინდელი დანიშნულების შესახებ;
    გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების პროცედურების შესახებ;
    დ) ტექნიკური ინსტრუქციების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
    ე) საკონტაქტო პირის შესახებ.
2. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ავტორიზებულ პირს  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე დასაბუთებული უარი განუცხადოს ან სრულად არ მიაწოდოს მას ინფორმაცია:
    ა) ქსელების მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
    ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად;
    გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად;
    დ) ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელზედაც მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განთავსება ტექნიკურად შეუძლებელია.
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

article  5

5. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკმაყოფილოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებთან დაშვებასაც ითხოვს ავტორიზებული პირი. აღნიშნული ელემენტების ადგილზე შესწავლის უფლება უნდა გაიცეს ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 1 თვის ვადაში, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.
6. მხარეთა შორის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, კომისიას მიმართოს.
7. კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

article  5

3. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით. ამ ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის ოპერატორი. 4.  თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არ არის, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტორიზებული პირის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების განსათავსებლად გათვალისწინებული ადგილი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ავტორიზებული პირის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.