FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  8

მწარმოებლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
1. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვის, თუ ის დაამტკიცებს, რომ:
    ა) პროდუქტი ბაზარზე მას არ განუთავსებია;
    ბ) წუნი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტის ბაზარზე განთავსების მომენტისათვის არ არსებობდა;
    გ) პროდუქტი არ იყო გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის, ან ნებისმიერი ფორმით დისტრიბუციისათვის, ან პროდუქტი არ ყოფილა წარმოებული/გავრცელებული მის მიერ მისი საწარმოო საქმიანობის პერიოდში;
    დ) წუნი პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობ ამ გამოიწვია;
    ე) მეცნიერული ან ტექნიკური ცოდნა პროდუქტის მიმოქცევაში გაშვების მომენტისათვის არ იყო იმგვარი, რომ მწარმოებელს წუნის აღმოჩენის საშუალება ჰქონოდა;
    ვ) პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებლის შემთხვევაში, წუნი გამოწვეულია პროდუქტის დიზაინით, რომელშიც ეს ნაწილია მოთავსებული, ან მითითების საფუძველზე, რომელიც გაცემულია იმ მწარმოებლის მიერ, რომელიც თავის პროდუქტში იყენებს ამ ნაწილს.
3. მწარმოებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, თუ ამ პროდუქტს ზიანი არ გამოუწვევია.