Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 491 უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი. 1. უცხოელთან/მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს/მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი. |