FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  82

გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება.
1. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.
2. ეკონომიკურ ოპერატორს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.
3. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.