Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 3 სააღსრულებო დაწესებულებები. 1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 3 11. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 3 12. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს − ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. 1-3აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 14. აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 15. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ისარგებლოს მესამე პირთა მომსახურებით და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 3 16. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. 17. აღსრულების ეროვნული ბიურო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვას. 3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი. |