FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 16

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
    ბ) ფსიქოტროპული ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიაში;
    გ) პრეკურსორი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა IV სიის №1 და №2 ცხრილებში;
    დ) ფსიქოაქტიური ნივთიერება − ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას და შეტანილია სიებში;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

თ) ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით;
    ი) ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება;
    კ) სია (სიები) – საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია ამ კანონის №1 დანართში და მისი განუყოფელი ნაწილია;
    ლ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმა – ნებისმიერი ფორმის ფარმაცევტული პროდუქტი, რომელშიც ფარმაკოლოგიურად აქტიურია მხოლოდ ერთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული სუბსტანცია;
    მ) პრეპარატი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც ფარმაკოლოგიურად აქტიურ სხვა ნივთიერებასთან (ნივთიერებებთან) ერთად შეიცავს ერთ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ სუბსტანციას;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

ნ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული სუბსტანცია (შემდგომ − ფარმაცევტული სუბსტანცია) – ნებისმიერი წარმოშობის, შესაბამისი ხარისხისა და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც შეტანილია სიებში და გამოიყენება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმისა და პრეპარატის წარმოებისათვის ან/და წამლის მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით მომზადებისათვის;
    ო) ნარევი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ დამზადებული, ნებისმიერი სახეობის, ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას;
    პ) ნარკოტიკული საშუალების ანალოგი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედება მსგავსია ამ კანონით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედებისა;
    ჟ) სპეციალური კონტროლი – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფო იყენებს სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის თავიდან ასაცილებლად;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, უკანონო გადაცემა, უკანონო რეალიზაცია, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;
    ს) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების, სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;
    ტ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების, სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;
    უ) შექმნა – ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შემუშავება;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

ფ) წარმოება – შესაბამისი ნებართვის მქონე ფარმაცევტულ საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა, მათი წამლის ფორმებისა და პრეპარატების სერიული მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ქ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მაგისტრალური რეცეპტით მომზადება – აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება ინდივიდუალური პაციენტისათვის;
    ღ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური რეცეპტით მომზადება – აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება ფარმაკოპეის შესაბამისად;
    ყ) დამზადება-გადამუშავება – ყველა პროცესი, გარდა წარმოებისა და მომზადებისა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება, აგრეთვე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის უცხო მინარევებისაგან გაწმენდა, მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა;
    შ) გადაგზავნა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება (გადამისამართება) ნებისმიერი საშუალებით, ამ ნივთიერების გამგზავნის, ადრესატისა და უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

ჩ) გადაზიდვა (გადატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მისი განმკარგავის ან მფლობელის მიერ;
    ც) საცალო რეალიზაცია – უფლებამოსილი პირის მიერ ფიზიკური პირისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სათანადო დანიშნულების საფუძველზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით;
    ძ) საბითუმო რეალიზაცია – უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ იურიდიული პირისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით; წ) უკანონო გადაცემა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე; წ-1) უკანონო რეალიზაცია − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

წ-2) უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შექმნა, კერძოდ, ამ ნივთიერების დაფასოება, საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსება, მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, აღნიშნული ნივთიერების შეძენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან/და ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გავრცელებას;
    ჭ) მოხმარება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულებით მოხმარება;
    ხ) უკანონო მოხმარება – სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება;
    ჯ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

ჰ-4) კოკას ფოთოლი – კოკას ბუჩქის ფოთოლი, გარდა იმ ფოთლებისა, რომელთაც მთლიანად აქვთ გამოცლილი ეკგონინი, კოკაინი და ეკგონინის სხვა ნებისმიერი ალკალოიდი; ჰ-5) სამედიცინო ოპიუმი – გადამუშავებული ოპიუმი, რომელიც სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება; ჰ-6) ოპიუმი – ხაშხაშის (Papaver somniferum) შედედებული რძეწვენი; ჰ-7) ყაყაჩოს ნამჯა – მოთიბული (მოცელილი) ოპიუმის ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა თესლებისა; ჰ-8) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანა, ან მცენარის ნერგის დარგვა მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში; ჰ-9) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მოყვანა – დათესილი და დარგული მცენარისა და სოკოს მოვლა მათი ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

ჰ-10) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს კულტივირება – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს სელექცია; მოქმედება, რომელიც მიმართულია მცენარის ან სოკოს ახალი სახეობის ან ჰიბრიდის მიღებისაკენ, რომლებიც ან რომელთა ნაწილებიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან/და პრეკურსორს; ჰ-11) შენახვა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ-12) განაწილება – უფლებამოსილი პირის მიერ პირისათვის მასზე გამოყოფილი კონკრეტული რაოდენობისა და სახეობის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გადაცემა; ჰ-13) შეძენა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ჰ-14) განადგურება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გაუვნებლება; ჰ-15) ჩაბარება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემა;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  3

ჰ-16) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის ეტალონური სტანდარტული ნიმუშები – მაღალი სიწმინდის მქონე სტანდარტული მეტროლოგიური საშუალება ქიმიური ნივთიერების სახით, რომელსაც ახასიათებს ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის თვისებები და შემადგენლობა; ჰ-17) აღრიცხვა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის აღრიცხვის ერთიანი სისტემა; ჰ-18) ინტერნეტაფთიაქი – ონლაინრეჟიმში მომუშავე პირი, რომელიც ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ან/და მისი რეალიზაციის მიზნით ავრცელებს შესაბამის ინფორმაციას; ჰ-19) ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლისა და ნარკომანიით დაავადებული პირის ნარკოლოგიურ და სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას; ჰ-20) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად საჭირო პროცედურისათვის თავის არიდება – უფლებამოსილი პირისათვის კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის მოთხოვნაზე უარის თქმა;