FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  381

ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობები ემიტენტის მიმართ.
1. ემიტენტს უფლება აქვს, გამოუშვას ფასიანი ქაღალდები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით, თუ შესაბამისი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს მხოლოდ რისკების ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალურ დეპოზიტარს არ შეუძლია შეასრულოს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების მიმართ.
2. ცენტრალურ დეპოზიტარს არ აქვს უფლება, ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს, თუ ამ ემიტენტს შესრულებული აქვს ცენტრალურ დეპოზიტართან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მოთხოვნებს.
3. ემიტენტს უფლება აქვს, მომსახურების გაწევაზე ცენტრალური დეპოზიტარისგან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ დეპოზიტარს ავალებს, გაუწიოს ემიტენტს შესაბამისი მომსახურება.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  381

4. ცენტრალურ დეპოზიტარს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებს ემყარება.
5. ცენტრალური დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ, ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.
6. ემიტენტის მიერ ცენტრალურ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებსა და იმ საფონდო ბირჟებს, რომლებზედაც ემიტენტის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული.
7. თუ ცენტრალურ დეპოზიტარსა და ემიტენტს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეჩერდა ან შეწყდა, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეს არ აქვს უფლება, განახორციელოს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილი იმ ანგარიშის დადებეტება ან დაკრედიტება, რომელზედაც განთავსებულია ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, თუკი ცენტრალური დეპოზიტარის წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  381

8. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ცენტრალური დეპოზიტარის წილის 10%-ზე მეტი, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს.
9. ცენტრალურ დეპოზიტარს, მისი მმართველი ორგანოს წევრს არ აქვს უფლება, იყოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომლის ფასიანი ქაღალდებიც ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაშია აღრიცხული. ემიტენტის მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის მფლობელობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.