Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 33 აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები. 1. აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისას და რეალიზაციისას საქართველოში წარმოებულ აკვაკულტურის ობიექტს უნდა ახლდეს მისი აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამ დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს აკვაკულტურის სუბიექტს. |