Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 139 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა. 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი საქართველოს მთავრობისგან მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკით განისაზღვრება ბიუჯეტის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სუბიექტების მიერ ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დასკვნების წარმოდგენის ვადები,აგრეთვე ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და მიღების საორიენტაციო ვადები. 4. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 139 5. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. აღნიშნულ პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობა. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისთვის წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და 1 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. |