Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 20 საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. 1. საქართველოს მთავრობა 2024 წლის 31 დეკემბრამდე და შემდგომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგენს ანგარიშს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობისა და ამ ენერგიის გამოყენების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში დეტალურად უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სექტორული (ელექტროენერგია, გათბობა და გაგრილება, ტრანსპორტი) წილი და მთლიანი წილი გასული 2 კალენდარული წლისთვის, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გასაზრდელად სახელმწიფოებრივ დონეზე მიღებული ან დაგეგმილი ზომები, რომლებიც ითვალისწინებს ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელს ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად; ბ) მხარდაჭერის სქემების დანერგვა და ფუნქციონირება, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის მიზნით მიღებული სხვა ზომები, განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 20 გ) საჭიროების შემთხვევაში − ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აქვს საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის სქემები სტრუქტურირებული იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი სახის განახლებადი ენერგიის გამოყენება სხვა სახის ენერგიის გამოყენებასთან შედარებით დამატებით სარგებელს იძლევა, თუმცა შესაძლებელია უფრო მეტი ხარჯის გაწევას მოითხოვდეს, კერძოდ, ნარჩენებისგან, არასასურსათო ცელულოზის მასალისა და ლიგნოცელულოზის მასალისგან მიღებული ბიოსაწვავის გამოყენება; დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის სისტემის ფუნქციონირება, აგრეთვე ამ სისტემის საიმედოობის უზრუნველსაყოფად და მისი გაყალბების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები; ე) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების განვითარების რეგულაციური და არარეგულაციური ბარიერების მოხსნის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული პროცედურების შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესში მიღწეული პროგრესი; ვ) საჭიროების შემთხვევაში − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების უზრუნველყოფის წესის, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევისა და განაწილების წესების გასაუმჯობესებლად მიღებული ზომები; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 20 ზ) ბიომასის რესურსების ენერგეტიკული მიზნებისთვის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების გაზრდა; თ) საქართველოს ტერიტორიაზე სამომხმარებლო საქონლის ფასისა და მიწათსარგებლობის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ბიომასისა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული სხვა სახის ენერგიის გაზრდილ გამოყენებასთან; ი) ნარჩენებისგან, არასასურსათო ცელულოზის მასალისა და ლიგნოცელულოზის მასალისგან მიღებული ბიოსაწვავის განვითარება და წილი; კ) ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების წარმოების სავარაუდო ზემოქმედება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, წყლის რესურსებზე, წყლის ხარისხსა და ნიადაგის ხარისხზე; ლ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებით სათბურის გაზის ემისიის სავარაუდო სუფთა დანაზოგი; მ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საორიენტაციო მაჩვენებელთან შედარებით სავარაუდო ჭარბი წარმოება, რომელიც შეიძლებოდა გადასცემოდა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეს, აგრეთვე ერთობლივი პროექტების სავარაუდო პოტენციალი 2030 წლამდე; ნ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე სავარაუდო მოთხოვნილება, რომელიც 2030 წლამდე, ეროვნული წარმოების გარდა, სხვა საშუალებით უნდა დაკმაყოფილდეს; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 20 ო) ენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული ნარჩენების შემადგენლობაში ბიოდეგრადირებადი ნარჩენების წილის გამოთვლისთვის, აგრეთვე გამოთვლის გაუმჯობესებისა და გადამოწმებისთვის გადადგმული ნაბიჯები. 3. ბიოსაწვავის გამოყენებით სათბურის გაზის ემისიის სუფთა დანაზოგის გამოთვლისას საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს ამ კანონის შესაბამისად ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესებით განსაზღვრული ტიპური სიდიდეები. 4. საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირველ ანგარიშში უნდა მიუთითოს, გეგმავს თუ არა: ა) შექმნას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება განახლებადი ენერგიის დანადგარების ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების შესახებ განაცხადების დამუშავებისთვის, აგრეთვე განმცხადებლებისთვის დახმარების გაწევისთვის; ბ) უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის დანადგარების დაპროექტებისა და შესაბამისი ნებართვის მიღების შესახებ განაცხადების ავტომატური დამტკიცება, თუ ამ დანადგარების ავტორიზაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო დადგენილ ვადაში პასუხს არ იძლევა; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 20 გ) განსაზღვროს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების ჩამოყალიბებისთვის ექსპლუატაციის შესაფერისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. 5. საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში შეასწოროს წინა ანგარიშის მონაცემები. |