FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  19

პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება.
1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ნიშნავს პროგრამის ადმინისტრატორს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რამდენიმე განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამისთვის დანიშნოს ერთი და იგივე პროგრამის ადმინისტრატორი.
2. პროგრამის ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია ან ანგარიში.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს პროგრამის ადმინისტრატორი და მის ნაცვლად სხვა პირი დანიშნოს.
4. პროგრამის ადმინისტრატორი უნდა იყოს საკმარისი გამოცდილებისა და კარგი რეპუტაციის მქონე ფიზიკური პირი. პროგრამის ადმინისტრატორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სპეციალური მმართველი ან ემიტენტის ლიკვიდატორი. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვას საკუთარი ინტერესების პროგრამის კრედიტორთა ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  19

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა, რომელიც მისი კვალიფიკაციისა და მის მიერ შესრულებულ მოვალეობათა სირთულის შესაბამისი უნდა იყოს. პროგრამის ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურება და მის მიერ გაწეული დასაბუთებული ხარჯები დაიფარება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან.
6. პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის პასუხს ისევე აგებს, როგორც აგებენ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის პასუხს აგებს პროგრამის კრედიტორთაწინაშე. პროგრამის ადმინისტრატორს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ დაეკისრება, თუ იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მისი მიღებისთანავე რეგისტრაციისთვის უგზავნის მარეგისტრირებელ ორგანოს.