FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

article  21

მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი.
1. გარდაცვლილი პირის ქსოვილი შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარდაცვლილი პირის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპის დაცვით სიცოცხლეში განცხადებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. თუ გარდაცვლილ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ქსოვილის დონაციაზე, მისი ქსოვილის მოპოვება შეიძლება, თუკი დაცულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქსოვილის დონაცია არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილი პირის ეთიკურ პრინციპებს;
    ბ) გარდაცვლილ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი გარდაცვალების შემდეგ ადამიანისთვის გადასანერგად მისი ქსოვილის დონაციაზე;
    გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს, იმავე პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით, თანახმაა გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვთ მასთან ნათესაური კავშირის მქონე სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, რომლებსაც დაწესებული არ აქვთ მხარდაჭერა ან მზრუნველობა, შემდეგი რიგითობის მიხედვით:
    ა) მეუღლე;
    ბ) შვილი;
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

article  21

გ) მშობელი;
    დ) შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი;
    ე) და, ძმა;
    ვ) დისშვილი, ძმისშვილი;
    ზ) ბებია, პაპა;
    თ) დეიდა, მამიდა, ბიძა;
    ი) დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი.
4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე რამდენიმე პირი, რომლებსაც თანაბარი უფლება აქვთ, და თუნდაც ერთმა მათგანმა უარი განაცხადა გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე, გარდაცვლილი პირის ქსოვილის მოპოვება დაუშვებელია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირს გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით განსაზღვრული წინა რიგისთვის მიკუთვნებული პირი (პირები) ცოცხალი (ცოცხლები) არ არის (არ არიან) ან შეუძლებელია, მან (მათ) ქსოვილის დონაციაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს (მიიღონ) ქსოვილის მოპოვებისთვის საჭირო/დასაშვები დროის განმავლობაში.
6. თუ გარდაცვლილ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ქსოვილის დონაციაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ვერცერთი პირი ვერ მოიძებნა, გარდაცვლილი პირის ქსოვილის მოპოვება დაუშვებელია.
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

article  21

7. თუ გარდაცვლილი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის, ადამიანისთვის გადასანერგად მისი ქსოვილის ამოღება შეიძლება, თუკი ქსოვილის დონაციაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა გარდაცვლილი პირის მეუღლემ, მშობელმა, დამ, ძმამ ან სრულწლოვანმა შვილმა.
8. თუ გარდაცვლილი პირი მხარდაჭერის მიმღებია ან არასრულწლოვანია, ადამიანისთვის გადასანერგად მისი ქსოვილი შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს მისი მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება ქსოვილის მოპოვებამდე უნდა შემოწმდეს.
10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.