FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  6

ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი.
1. ერუშეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობები, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ამ დაცული ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება (ზონირება)) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.
2. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერუშეთის ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, დაშვებულია სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ობიექტების განთავსება.
3. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.