FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  38

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
1. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ, ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების წინაპირობები და წესი განისაზღვრება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.
3. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პენიტენციური კოდექსი

article  38

4. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფებს, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას.
5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს:
    ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით;
    ბ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით;
    გ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
6. ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ მსჯავრდებულის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება იმავე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით.
7. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს გზავნილი.