Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 6 პალატის მართვა. 1. პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო (შემდგომ − საბჭო); გ) პალატის პრეზიდენტი (შემდგომ − პრეზიდენტი). 2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. 7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა საბჭო. საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიაზე და პალატის წესდებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. |
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 6 8. საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საბჭოს ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. 9. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილება, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი. 12.პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. 13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი. 14. ვიცე-პრეზიდენტებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები იმავდროულად არიან პალატის ვიცე-პრეზიდენტები. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. |
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 6 15.პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს. 16.პალატის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის (დანიშვნის) და უფლებამოსილების საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით. 17.პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |