FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტურიზმის შესახებ

article  11

ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია.
1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული  მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი.
2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაცია შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
ტურიზმის შესახებ

article  11

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მართვის ავტომატიზებული საშუალებებით ელექტრონულად მიაწოდოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ ინფორმაცია.