FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

article  3

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი.
1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით  განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.
22. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

article  3

3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს.
4. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.
41. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.
5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით.
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

article  3

51. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა.
6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
7.  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
8. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.