Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 234 წევრის გასვლა კოოპერატივიდან. 1. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გავიდეს კოოპერატივიდან. კოოპერატივიდან წევრის გასვლა დასაშვებია მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, გასვლამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გასვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. 2. თუ წესდებაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის კოოპერატივის საქმიანობის საგანს, კოოპერატივიდან გასვლის უფლება აქვთ: ა) საერთო კრების მონაწილე კოოპერატივის წევრს, თუ მან გადაწყვეტილების მიმართ გამოხატა უარყოფითი პოზიცია, რომელიც შეტანილ იქნა საერთო კრების ოქმში, ან თუ ამ ოქმში აღნიშნული ინფორმაციის შეტანა უარყოფილ იქნა; ბ) საერთო კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის წევრს, თუ იგი კანონის ან წესდების მოთხოვნათა დარღვევით არ იქნა დაშვებული საერთო კრებაზე, ან თუ დაირღვა საერთო კრების მოწვევის პროცედურა, ანდა თუ მას გადაწყვეტილების საგანი ჯეროვნად არ გააცნეს. |
მეწარმეთა შესახებ article 234 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეიძლება შეტანილ იქნეს გადაწყვეტილების კოოპერატივის შესაბამისი წევრისთვის გაცნობიდან 1 თვის განმავლობაში. კოოპერატივიდან წევრის გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს, მაგრამ წესდებაში ამ პერიოდში შეტანილი ცვლილება კოოპერატივიდან გამსვლელ წევრზე არ ვრცელდება. 4. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კოოპერატივიდან წევრის გასვლის გამო ცვლილება შეიტანოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში. 5. კოოპერატივის წევრთა რეესტრში დაუყოვნებლივ უნდა მიეთითოს კოოპერატივიდან წევრის გასვლის დასაბუთებული მიზეზი. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად მიიჩნევა კოოპერატივიდან მისი გასვლის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. |