FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  243

დამრღვევის მიყვანა.
1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.
2. სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის წესების, მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის, სახანძრო უსაფრთხოების, ტრანსპორტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ დამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  243

2-​-1. ამ კოდექსის 55-​-2, 55-​-5, 55-​-6, 77-​-1, 107-​-2 და 107-​-3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით, 134-ე–135-5, 146-1, 151-1, 151-2, 153-​-3 და 153-​-6 მუხლებითა და 172-​-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  243

22. ამ კოდექსის 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  243

3. ტყითსარგებლობის წესების ან ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოთა უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევის (სამართალდარღვევათა) ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.
4. დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან ან ამ ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევასთან ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევი შესაბამისად პოლიციის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის მუშაკებმა შეიძლება მიიყვანონ პოლიციაში აღნიშნული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, მისი პიროვნების დასადგენად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე დროში.