Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6617 დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მოკვლევის ჩატარება, მოკვლევის დასკვნის განხილვის შედეგები. 1. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის 66-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის ჩატარება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაავალოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთ აუდიტორულ ფირმას, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ეკისრება აუდიტის მთლიანი ღირებულება, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მისი სამართავად გაწეული ხარჯებიდან. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოკვლევის ჩატარებისას ითანამშრომლოს აუდიტორთან, შეფერხების გარეშე, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორი საჭიროდ მიიჩნევს. ამ ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის ან დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში აუდიტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „საქპატენტს“, რაც შეიძლება გახდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. აუდიტორის მიერ ჩატარებული მოკვლევის დასკვნა ეგზავნება „საქპატენტს“. 4. აუდიტორის მოკვლევის დასკვნის საფუძველზე „საქპატენტი“ მიმართავს ამ კანონის 6616 მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. |