Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 სარეგისტრაციო წარმოება. 1. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური საწარმოს ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრში დარეგისტრირების ან მისი რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია შესაბამისი პირის განცხადება და ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. სამსახური 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს სამსახურის მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სამსახური უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 3. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია/დოკუმენტი წევრის შესახებ. 4. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 ბ) ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის აუდიტორის ზედამხედველობით ჩატარების არანაკლებ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რასაც წერილობით ადასტურებს ზედამხედველი აუდიტორი; გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორი; დ) იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი; ე) არ ჰქონდეს დარღვეული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code), რასაც ადასტურებს პროფესიული ორგანიზაცია ან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი. 41. გარიგების პარტნიორს არ აქვს უფლება, იყოს გარიგების პარტნიორი ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას. 5. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 ა) ახორციელებდეს აუდიტორულ საქმიანობას სულ მცირე 1 გარიგების პარტნიორის მეშვეობით; ბ) აუდიტორულ ფირმაში 50%-ზე მეტი ხმის უფლებას ფლობდეს (ფლობდნენ) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორი (აუდიტორები) ან/და აუდიტორული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აუდიტორულ რეესტრში რეგისტრირებული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი (პირები); გ) მმართველობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობა შედგებოდეს აუდიტორებისაგან. თუ მმართველობითი ორგანო 2 წევრისაგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი აუდიტორი უნდა იყოს; დ) დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 ე) აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. 6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია რეესტრში ასახული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ შეატყობინოს სამსახურსა და პროფესიულ ორგანიზაციას ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 61. სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. თავის მხრივ, პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 7. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ აკმაყოფილებს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას. რეგისტრაციის გაუქმებისთვის პასუხისმგებელია სამსახური მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „აუდიტორი“/სიტყვები „აუდიტორული ფირმა“. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 8. სამსახური უფლებამოსილია სამსახურის მიერ დადგენილი წესით, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დაარეგისტრიროს რეესტრში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირები, რომლებსაც აუდიტის საქართველოში ჩატარება სურთ. ამ პუნქტის შესაბამისად რეესტრში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე რეგისტრაციის შემდეგ გავრცელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამსახური უფლებამოსილია დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრსაც ექნება რეესტრში დარეგისტრირების უფლება. 10. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის ან/და არასრულად არის წარმოდგენილი ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 13 ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 11. თუ განმცხადებელი სამსახურს არ წარუდგენს ამ კანონით ან მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეგისტრაციისათვის, სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს არაუმეტეს 30-დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მან დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია უნდა წარადგინოს. სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებლის მოთხოვნით, ეს ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 დღით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. 12. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება. |