Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 34 აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 1. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წესი განისაზღვრება ამ მუხლით. 2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სააგენტოს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად. 3. სააგენტო უზრუნველყოფს: ა) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას; ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვის დროს კონსულტაციების გაწევისას საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების გათვალისწინებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას. |