Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შრომის ინსპექციის შესახებ article 17 სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა. 1. ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის გამოთხოვასა და ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ნორმები არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველ მასალაზე. 2. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან/დანაშაულის თავიდან აცილებასთან, დანაშაულის გამოძიებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელ ორგანოებში (მათ შორის, იმ ორგანოებში, რომლებშიც შექმნილია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ან/და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის რეგისტრი/ქვერეგისტრი) ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელება, დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განხორციელებისას ფოტო- და ვიდეოტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 17 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან. 6. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სხვა შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განახორციელოს ერთობლივი ინსპექტირება. 7. თუ შრომის ინსპექციის სამსახურს საქმიანობის განხორციელებისას გაუჩნდება ეჭვი, რომ ჩადენილია სამართალდარღვევა ან დანაშაული, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იგი ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს. 8. შრომის ინსპექციის სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებული მუშაობისა და ფუნქციონირების წესი შესაძლებელია დადგინდეს, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საკითხები შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრისა და შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის ერთობლივი ბრძანებით. |