Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 28 ხარისხის სისტემა. 1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ორგანოების გადანერგვის ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება და დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი. 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (აქტებით) დადგენილი წესით დანერგოს ორგანოების გადანერგვის ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემა. 3. ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტები და ტექნიკური მოთხოვნები (მათ შორის, ორგანოების შენახვასთან, კარანტინში მოთავსებასა და განადგურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით (ბრძანებებით). |