Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 5 საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში. საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია; გ) ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება; დ) საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცება; ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება და ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა. |