FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  64

ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
1. ერთი და იმავე პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმრავლისას მისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობებს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოვლენილია ერთიანი შემოწმების ფარგლებში;
    ბ) რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხი განიხილება ერთიანი წარმოების ფარგლებში;
    გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც ჩადენილია იმავე პირის მიმართ უკვე გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის დადებამდე, რა დროსაც გაითვალისწინება როგორც დაკისრებული, ისე დასაკისრებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
    ა) 10 000 ლარს ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  64

ბ) 20 000 ლარს იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება.
3. თუ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება მიიჩნეოდეს ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და იმ ფარგლებში, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დარღვევა ერთ ქმედებად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ერთმანეთთან მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე ქმედების ერთობლიობა, რომელიც თავისი არსით ერთიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
5. თუ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას იკვეთება მხოლოდ ერთი თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალი, ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ მას დაედება, ხოლო ერთდროულად რამდენიმე თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევ თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს დაედებათ სოლიდარულად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  64

6. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისმიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია და მიიღოს იგი, აგრეთვე ჰქონდეს წვდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე.