FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

article  54

სააგენტო.
1. სააგენტო არის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. სააგენტოს მიზანია პირის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
    ა) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სფეროში მომსახურების გაწევა;
    ბ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
    გ) შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელება;
    დ) სამუშაოს მაძიებლისთვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შეთავაზება, აგრეთვე მისი ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება;
    ე) დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ახალი პირის დასაქმებაში მისი მხარდაჭერა; დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანასწორობის პრინციპის დაცვა; დამსაქმებლისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

article  54

ვ) შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციების გამოვლენის მიზნით კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მისი ხელშეწყობა და ანალიზი;
    ზ) სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობა;
    თ) სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, ანალიზი და განვითარება;
    ი) სააგენტოს თანამშრომელთა კომპეტენციებისთვის კრიტერიუმების განსაზღვრა;
    კ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის განვითარებაში მონაწილეობა და ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნით სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
    ლ) სამუშაოს შერჩევის ელექტრონული სისტემის მართვა და მუდმივი განახლება.
5. სააგენტო ფუნქციონირებს ცენტრალურ დონეზე. მას აქვს აგრეთვე რეგიონული წარმომადგენლობები.