FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  25

მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები.
1. მიკრობანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიისთვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების გამოქვეყნება, რომლებიც ერთზე მეტ მიკრობანკს ეხება. ისინი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული შესაბამისი თარიღიდან.
2. მიკრობანკის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიკრობანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევისას მიკრობანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  25

3. მიკრობანკი უფლებამოსილია შეიმუშაოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის საფუძველზედაც მიკრობანკის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ასეთი ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მატერიალურ დოკუმენტს მოითხოვს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკი მომსახურების გაწევის დროს იყენებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით განხორციელებულ ხელმოწერას ან ხელმოწერას, რომლის სერტიფიკატიც გაცემულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  25

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები მიკრობანკს არ უზღუდავს უფლებას, მომსახურების გაწევის დროს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს მოსთხოვოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის მიერ წარდგენილი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასების შემდეგ უარს განაცხადებს ამ პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმებაზე, მიკრობანკი ვალდებულია შეწყვიტოს ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება.