Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 20 ზ ) არასრული მონაცემების მქონე ტაქსონი (Data Deficient - DD). ტაქსონი , რომლის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისია მისი გადაშენების რისკის პირდაპირი ან არაპირდაპირი შეფასებისათვის ; თ ) შეუფასებელი ტაქსონი (Not Evaluated - NE). ტაქსონი ამ კატეგორიას მიეკუთვნება მაშინ , როდესაც იგი ვერ ფასდება ვერც ერთი კრიტერიუმის მიხედვით . 3. საქართველოს „წითელ ნუსხაში “ შეტანილი ტაქსონების დაცვა და აღდგენა ხორციელდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების “ შესაბამისად , „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ “ დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . 4. ქმედება , რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაღუპვა , რაოდენობის შემცირება ან მათი საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა , ისჯება საქართველოს კანონმდებლობით . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 20 5. სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების ) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება რეგულირდება „სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების ) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ “ დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . 6. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება დაიშვება სამინისტროს ლიცენზიით მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად , აგრეთვე ვეტერინარული (განკურნების ) მიზნებისათვის . 7. საქართველოს „წითელი ნუსხისა “ და „წითელი წიგნის “ შედგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა “ და „წითელი წიგნის “ შესახებ “. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 20 8. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიები განისაზღვრება „საქართველოს „წითელი ნუსხისა “ და „წითელი წიგნის “ შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 20 გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვა. 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების , ქვესახეობებისა და სხვა ტაქსონომიური ერთეულების (შემდგომში – ტაქსონი ) მდგომარეობის შეფასებისა და დაცულობის სტატუსის მინიჭების მიზნით დგება საქართველოს „წითელი ნუსხა “ და „წითელი წიგნი “. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის მინიჭება ხდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით : ა ) გადაშენებული ტაქსონი (Extinct - EX). ტაქსონი გადაშენებულად ითვლება , როდესაც უკანასკნელი ინდივიდი დაღუპულია ; ბ ) ბუნებაში გადაშენებული ტაქსონი (Extinct in the Wild - EW). ტაქსონი ბუნებაში გადაშენებულად ითვლება , როდესაც ცნობილია , რომ ამ სახეობის ინდივიდები დარჩენილია მხოლოდ ტყვეობაში ; გ ) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Critically Endangered - CR). ტაქსონი გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა , როდესაც მას არსებულ პირობებში ყოფნისას უახლოეს მომავალში ემუქრება გადაშენების უაღრესად დიდი საფრთხე ; |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 20 დ ) გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Endangered - EN). ტაქსონი , რომელიც არ არის უკიდურესი საფრთხის წინაშე , მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს გადაშენების პირას ; ე ) მოწყვლადი ტაქსონი (Vulnerabl e - VU). ტაქსონი მოსალოდნელი საფრთხის წინაშე არ არის , მაგრამ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე ; ვ ) დაბალი რისკის ტაქსონი (Lower Risk - LR). ტაქსონი არ აკმაყოფილებს გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფთა და მოწყვლადთა კატეგორიების კრიტერიუმებს . ეს ტაქსონი შეიძლება დაიყოს სამ ქვეკატეგორიად : ვ . ა ) კონსერვაციაზე დამოკიდებული ტაქსონი (Conservation Dependent - CD); ვ . ბ ) მოწყვლადთან ახლოს მყოფი ტაქსონი (Near Threatened - NT). ტაქსონი , რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს , მაგრამ ახლოსაა მოწყვლადთან ; ვ . გ ) ნაკლებად საგანგაშო ტაქსონი (Less Concern - LC). ტაქსონი , რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს ან მოწყვლადთან ახლოს მყოფს ; |