FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  411

საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვა და საჩივრის განხილვა.
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან, ამ კანონიდან ან/და მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების მომხმარებლების საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის ადეკვატური და ეფექტური პროცედურები. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული პროცედურები უზრუნველყოს უსასყიდლოდ.
2. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საჩივარი წარუდგინოს ზეპირი ან წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით ან მათ შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში სხვა ხანგრძლივი მატარებლით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია განახორციელოს მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირებასთან დაკავშირებული საქმიანობის, მათ შორის, საჩივრების აღრიცხვისა და ანალიზის, მონიტორინგი.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  411

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი საჩივრის მიღება მისი მიღების დღეს დაუდასტუროს მატერიალური ფორმით ან მომხმარებელთან შეთანხმებით სხვა ხანგრძლივი მატარებლით. საჩივრის ზეპირი ფორმით წარდგენის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს წერილობითი საჩივრის წარდგენა ან მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს საჩივრის აუდიოჩაწერა. საჩივრის მიღების დღედ ითვლება მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრის წარდგენის სამუშაო დღე. თუ საჩივარი წარდგენილ იქნა არასამუშაო დღეს, მიღების დღედ ითვლება მომდევნო სამუშაო დღე. საჩივრის მიღების დადასტურებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  411

4. საჩივრის შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს საჩივარში აღნიშნულ ყველა საკითხს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზი, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 სამუშაო დღეს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ მომხმარებლის მიერ არჩეული ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  411

5. პროვაიდერი ვალდებულია გადაწყვეტილებაში მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში მიმართვის შესაძლებლობის შესახებ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადაწყვეტილებაში მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის ვებგვერდზე თვალსაჩინო ფორმით განათავსოს, აგრეთვე მას და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ჩარჩოხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის შესახებ.