Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 5 ნებართვის გაცემის წესი. 1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში. 3. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სამინისტროს წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინოს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბაზელის კონვენციის V „A“ და V „B“ დანართების მიხედვით სათანადოდ შევსებული შეტყობინებისა და გადაზიდვის ფორმები; ბ) ნებართვის მაძიებელსა და გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; |
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 5 გ) ფინანსური გარანტია, რომელიც წარმოდგენილია საბანკო გარანტიის ან დაზღვევის სახით. იგი უნდა ფარავდეს ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს და განთავსების ან აღდგენის (მათ შორის, საჭირო შუალედური აღდგენის) ხარჯებს. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობის მისაღებად შესაბამისი შეტყობინების პროცედურას ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სამინისტრო. ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) გადაწყვეტილების წარმოდგენამდე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება. 5. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად. 6. არასახიფათო ნარჩენის იმპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნარჩენის დასახელება; ბ) ნარჩენის კოდი (ბაზელის კონვენციის მიხედვით; ნარჩენების ნუსხის მიხედვით; სასაქონლო ნომენკლატურის (HS) მიხედვით); გ) ნარჩენის რაოდენობა (ტონა); |
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 5 დ) ნარჩენის აღწერილობა; ე) ნარჩენის შეფუთვის ტიპი; ვ) ნარჩენის ექსპორტის სახელმწიფო; ზ) ნარჩენის ექსპორტიორი; თ) ნარჩენის იმპორტიორი; ი) ნარჩენის აღდგენის ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა და მისამართი; კ) გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ლ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების აღდგენა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება. 7. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 8. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, უარი განაცხადოს არასახიფათო ნარჩენის იმპორტის ნებართვის გაცემაზე, თუ: ა) ნარჩენის გამოყენება იწვევს უფრო მეტი ნარჩენის წარმოქმნას, ვიდრე პირველადი ნედლეულის გამოყენება; ბ) აღდგენის ობიექტის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო დამუშავებას. 9. ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 1 სამინისტროს რჩება, ხოლო 2 ნებართვის მაძიებელს გადაეცემა. |
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 5 10. არასახიფათო ნარჩენების ექსპორტს და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურის განხორციელება არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტური ორგანო. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტურ ორგანოს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სამინისტროს ყოველი წლის 1 სექტემბრამდე აწვდის ინფორმაციას წინა წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენების შესახებ (ეს ინფორმაცია შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იმპორტირებული, ექსპორტირებული ან ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენის კატეგორია; ნარჩენის დასახელება; ნარჩენის იმპორტიორი/ექსპორტიორი; ნარჩენის იმპორტის/ექსპორტის სახელმწიფო; ნარჩენის კოდი; ნარჩენის რაოდენობა). |