Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
წყლის შესახებ article 18 იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე. 1. ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყლის რაციონალური გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დასაკმაყოფილებლად. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტებიდან აღებული და მათში დაბრუნებული წყლის აღრიცხვას, წყლის დაცვას გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, მიწების დატბორვის შეზღუდვას მინიმალურად აუცილებელ დონემდე, მიწების დაცვას დამლაშების, წყლის შედგომის ან გამოშრობისაგან, აგრეთვე ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტის შენარჩუნებას. |
წყლის შესახებ article 18 ზ) ნავთობპროდუქტების მილსადენი და ტერმინალი – წყლის გაბინძურებისაგან დაცვის, ნავთობპროდუქტების გაჟონვის აღმომჩენი, საკონტროლო გამზომი, წყლის ობიექტებში ნავთობპროდუქტების შესაძლო მოხვედრის ადგილებში ნავთობდამჭერი მოწყობილობების და საშუალებების, საავარიო სამსახურის (მათ შორის, საინფორმაციოს) გარეშე; თ) თვითმავალი და არათვითმავალი გემები, რომელთაც არ გააჩნიათ გემზე წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ჩამდინარე წყლების შემკრები მოწყობილობა. 5. აკრძალულია წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი კალაპოტის მოსამზადებლად პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები. |
წყლის შესახებ article 18 2. თევზსამეურნეო წყალსატევებზე ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად დროულად უნდა განხორციელდეს ღონისძიებანი თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტების და მცენარეების დაცვის და მათი აღწარმოების პირობების უზრუნველსაყოფად. 3. ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის დაპროექტების, მშენებლობისა და ექპლუატაციის დროს, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პირობების დაცვა: ა) წყლის ობიექტში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის გაწმენდა დადგენილ ნორმამდე; ა -1) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის დადგენილ ნორმამდე გაწმენდა; ბ) აკრძალულია ბუნებრივი წყალსატევის გამოყენება ჩამდინარე წყლის განზავებისათვის; გ) აკრძალულია ჩამდინარე წყლებით იმ მიწების მორწყვა, რომელთაც არ გააჩნიათ მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე და შემადგენლობაზე დაკვირვების ქსელი. 4. აკრძალულია საექსპლუატაციოდ გადაეცეს: |
წყლის შესახებ article 18 ა) ახალი და რეკონსტრუირებული საწარმო, საამქრო, ტერმინალი, აგრეგატი, კომუნალური და სხვა ობიექტები, თუ მათ არ გააჩნიათ სათანადო მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გაბინძურების, დანაგვიანების ან მისი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას; ბ) სარწყავი და გაწყლოვანების სისტემა, წყალსაცავი და არხი, ვიდრე არ გატარდება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები მიწების დატბორვის, წყლის შედგომის, დაჭაობების და დამლაშების, ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად; გ) დამშრობი სისტემები – თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მზად არ იქნება წყლის მიმღები და სხვა ნაგებობები; დ) წყალამღები ნაგებობები – თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მათ არ გააჩნიათ თევზის დამცავი მოწყობილობა; ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობები – თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მზად არ იქნება წყალდიდობისას ზედმეტი წყლის და თევზის გამტარი მოწყობილობები და მდინარეთა კალაპოტები, აგრეთვე, უზრუნველყოფილი არ იქნება შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის ღონისძიებები; ვ) მიწისქვეშა წყლების ამღები ნაგებობები და ჭაბურღილები - წყლის მარეგულირებელი და მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე დაკვირვების მოწყობილობებით მათი აღჭურვისა და შესაბამის შემთხვევებში, სანიტარიული დაცვის ზონების დადგენის გარეშე; |