FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  53

1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს იგი და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.
2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია გემის საბორტო ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს. ამ ჩანაწერს ამოწმებს ორი მოწმე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი (გემზე მისი ყოფნის შემთხვევაში).
3. გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია მოამზადოს გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი. ამ ასლს ორი მოწმე ადასტურებს.
4. ქონება (ნივთები), რომელიც (რომლებიც) გემზე გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა, უნდა აღიწეროს და გემზე უსაფრთხოდ უნდა იქნეს შენახული, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით, რომელიც გემის მართვას ახორციელებს.
5. გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისას − ნავსადგურის კაპიტანს.
6. გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე პირის გარდაცვალების (დაღუპვის) ფაქტი და მიაწოდოს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.
საზღვაო კოდექსი

article  53

7. გემთმფლობელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე განახორციელოს გემზე გარდაცვლილი პირის ნეშტის გადასვენება საკუთარი ხარჯით.
8. თუ გემზე გარდაცვლილი პირი არ ექცევა ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გარდაცვლილის ახლობლებს არ აქვთ მისი ნეშტის გადასვენების საშუალება, გემის კაპიტანს უფლება აქვს, მიიღოს გარდაცვლილის ზღვაში დაკრძალვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.