Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 561 ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონება. 1. ამ თავით გათვალისწინებული მიზნებისთვის ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი ან/და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი სახის შემოსავალი ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონება. 2. ჩამორთმევას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV-1 თავით გათვალისწინებული ქონება იმავე თავით დადგენილი წესის შესაბამისად. |