Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 23 შიდა აუდიტორული ანგარიში. 1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით. 3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად. 4. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. 5. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. |
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 23 6. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის. 7. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას. |
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 23 მუხლი 23-1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა 1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას. 2. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა მოიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასებასა და გარე შეფასებას. 3. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასება გულისხმობს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს ან/და შიდა აუდიტორის მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებას ან დაწესებულებაში იმ პირის მიერ ჩატარებულ შეფასებას, რომელსაც აქვს შიდა აუდიტის პრაქტიკის საკმარისი ცოდნა. 4. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებას ახორციელებს გარე კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებელი ან/და შემფასებელთა ჯგუფი არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. |