FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

პენიტენციური კოდექსი

article  80

მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდება.
1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაზე.
2. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის 70-ე მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.
3. დისციპლინური პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ.
4. მსჯავრდებულისთვის 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 150 დღე-ღამეს.
5. დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება 65 წელს მიღწეულ მსჯავრდებულს.
პენიტენციური კოდექსი

article  80

6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს:
    ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარი და სახელი;
    ბ) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
    გ) სარეგისტრაციო ნომერი;
    დ) მითითება იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას;
    ე) დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
    ვ) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილი და დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი და წუთი), დარღვევის არსი. თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო;
    ზ) მოწმისა და დაზარალებულის (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ  მონაცემები;
    თ) მითითება დისციპლინური დარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე (მათი არსებობის შემთხვევაში);
პენიტენციური კოდექსი

article  80

ი) დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა (სახდელის ვადის მითითების გარეშე).
8. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს ამ განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება. აღნიშნული განმარტების თაობაზე მიეთითება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.
9. თარჯიმნის ან/და ადვოკატის მოწვევის შემთხვევაში ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.
10. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას.
11. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი მისი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.
პენიტენციური კოდექსი

article  80

12. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს პენიტენციური დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს ეკისრება.
13. მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისთვის გადადება დაუშვებელია.
14. სასამართლო საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-2 მუხლი.
პენიტენციური კოდექსი

article  80

15. სასამართლო საქმეს განიხილავს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას უფლება აქვს, სრული თანასწორობის საფუძველზე წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
16. დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება მსჯავრდებულის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.