Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6618 აკრედიტაციის შეწყვეტა. 1. მიუხედავად ამ კანონის 6617 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა, თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი არ იქნება დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ. 2. „საქპატენტი“ ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. 3. აკრედიტაციის შეწყვეტა ნიშნავს აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეწყვეტას უფლების მფლობელებისთვის უფრო მეტი ზიანის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე აკრედიტაციის გაგრძელებას, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება „საქპატენტის“ მიერ ახალი აკრედიტაციის მინიჭებამდე. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6618 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას აკრედიტაცია ვადაზე ადრე შეუწყდება აგრეთვე ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარუდგენლობის ან ამ ხელშეკრულებების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეუწყვიტოს აკრედიტაცია კონკრეტული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6618 9. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება, უფლებათა იმავე კატეგორიაში ახალი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია ამ კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედების განხორციელება აღნიშნული ორგანიზაციის სახელით. 11. ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით შეუწყდა აკრედიტაცია, ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უზრუნველყოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების შესაბამისობა ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით. |