Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ article 6 ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე. 1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ ინფექციაზე/შიდსზე დიაგნოსტიკისას გამოვლენილი დადებითი შედეგის შესახებ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 2. ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ. 3. აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა: ა) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის; ბ) ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის; გ) ქსოვილების დონორთათვის; |
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ article 6 ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე. . დ) კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის. 4. სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში, თუ მშობლის აივ სტატუსი უცნობია, იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ინფიცირებულობის შესახებ. 5. აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |