Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საექიმო საქმიანობის შესახებ article 1002 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში. კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად; გ) პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით. |