Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 29 დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება. 1. ორგანოს მოპოვებამდე უნდა განხორციელდეს დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება, კერძოდ, უნდა შეგროვდეს სათანადო ინფორმაცია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ჩატარებული ანალიზი რისკისა და სარგებლის თაობაზე) 30 წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. 3. უნდა ჩატარდეს ყველა დონორის ტესტირება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად. 4. დონორისა და რეციპიენტის (საჭიროების შემთხვევაში) იმუნოგენეტიკური ტესტირება უნდა ჩატარდეს შერჩეულ, სანიმუშო რეფერენსლაბორატორიაში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და რომელსაც მინიჭებული აქვს დონორთა ტესტირების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |