Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 53 კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან. 1. გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის მიზნით სავალდებულოა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმების დაცვა და მათი შემცირების ღონისძიებათა განხორციელება. 2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ა ხორციელებს სააგენტო. 5. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების აღრიცხვის, აღდგენის, გაუვნებლების, გამოყენების, ემისიების პრევენციისა და კონტროლის წესები და მათთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები განისაზღვრება „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |