Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 67 ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. 1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. იგი უნდა მოიცავდეს საინვესტიციო ფონდის ძირითადი მახასიათებლების შესახებ სათანადო ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება ინვესტორს, რათა მან შეძლოს შეთავაზებული საინვესტიციო პროდუქტის რისკიანობის შეფასება და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. 2. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია დაწერილი უნდა იყოს მოკლედ და არატექნიკური ენით. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთგვაროვანი ფორმატით, რომელიც შედარების საშუალებას იძლევა და გასაგები იქნება გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის. 3. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტის შესაბამის ნაწილებს და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ინვესტორი. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებზე მითითების გარეშე უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საინვესტიციო ფონდის სახელწოდებას, აგრეთვე შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს დასახელებას; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 67 ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო მიზნების მოკლე აღწერას; გ) წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ ინფორმაციას ან შესაბამის შემთხვევაში შემოსავლიანობის სცენარებს; დ) საკომისიოებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას; ე) ინვესტიციის რისკიანობისა და შემოსავლიანობის პროფილს, მათ შორის, საინვესტიციო ფონდში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სათანადო მითითებებსა და გაფრთხილებებს; ვ) შეთავაზებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების ადგილისა და ფორმის, მათ შორის, პროსპექტის, წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების ყოველგვარი საფასურის გარეშე ნებისმიერ დროს მიღების ადგილისა და მეთოდის, შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე მითითებას, თუ რომელ ენაზეა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 67 4. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია წინასახელშეკრულებო ინფორმაციაა. დაუშვებელია პირისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის, მათ შორის, მისი ნებისმიერი უცხოურენოვანი თარგმანის, საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასში მითითებული ინფორმაცია არის არასწორი, არ შეესაბამება პროსპექტის შესაბამის ნაწილებს ან შეცდომაში შემყვანია. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა შეიცავდეს აღნიშნულთან დაკავშირებულ მკაფიო გაფრთხილებას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით ახორციელებენ ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისთვის მიყიდვას, ვალდებული არიან ინვესტორებს ერთეულების შესყიდვამდე დროულად მიაწოდონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 67 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით არ ახორციელებენ ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისთვის მიყიდვას, ვალდებული არიან ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან სხვა პირს, რომელიც ყიდის ერთეულებს ან ინვესტორებს აძლევს რჩევას ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. აღნიშნულ შუამავლებს ეკისრებათ ვალდებულება, კლიენტებს ან პოტენციურ კლიენტებს ერთეულის შესყიდვამდე დროულად მიაწოდონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია ინვესტორებს მიაწოდონ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. ინვესტორებს აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე უნდა მიეწოდოთ მატერიალური ფორმით. ამ ინფორმაციის მიღებისთვის ინვესტორები საფასურს არ იხდიან. 8. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა განახლდეს. ამ ინფორმაციაში ცვლილების შეტანა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. |