Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პენიტენციური კოდექსი article 39 ქალთა სპეციალური დაწესებულება. 1. ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვანები. 3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. 4. ქალთა სპეციალური დაწესებულება, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. |
პენიტენციური კოდექსი article 39 5. საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვითა და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები. 6. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას და შესაბამის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამსახური. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. |
პენიტენციური კოდექსი article 39 7. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, მის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ დასვენებისა და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული საკითხის განხილვისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, მისგან მომდინარე საზოგადოებრივ საშიშროებას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, დანაშაულის ხასიათს, მოტივს, მიზანს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევასა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე. |
პენიტენციური კოდექსი article 39 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის მიზეზია ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობის დროს, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 9. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. |
პენიტენციური კოდექსი article 39 10. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, მათ არაჯეროვნად ასრულებს, ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი რეაგირებისთვის. 11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე. 12. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 13. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. |