FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  70

უმაღლესი საჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი.
1. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში უმაღლესი საბჭოს რიგით მომდევნო წევრობის კანდიდატი. უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში განცხადებით უნდა აცნობოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და ა.
შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, უმაღლესი საბჭოს წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება. ადგილმონაცვლეობის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
3. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  70

4. უსკო ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.
5. შესაბამისმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს უსკოს მიერ ბოლო არჩევნებისათვის განსაზღვრულ დაწესებულებაში.
6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უსკოს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლეს. განკარგულება სათანადო საბუთებთან ერთად ეგზავნება უმაღლეს საბჭოს.
7. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით არ ცნობს მის ადგილმონაცვლეობას, ასეთ შემთხვევაში ეს უფლება გადადის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ.