Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 47 უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევების განხორციელება. 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევები და საძიებო სამუშაოები უცხო ქვეყნის ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიძლება განახორციელონ საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით და მათი რეკომენდაციების შესაბამისად. 2. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ შეაჩერონ ან აკრძალონ უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევებისა და საძიებო სამუშაოების განხორციელება, თუ ისინი არღვევენ კვლევის განხორციელების დადგენილ პირობებს. |