Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 40 კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება. 1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინური წესდების“ შესაბამისად ახდენს: ა) სააგენტო; ბ) შკიპერი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილება მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინური გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესით“, „საზღვაო დისციპლინური წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე მოწმდება კანდიდატის ცოდნა ამ კანონის შესაბამისად. |