Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 17 საპენსიო კომპანიისთვის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები. 1. სამსახურის მიერ საპენსიო კომპანიისთვის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს; ბ) საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრები არ აკმაყოფილებენ შესაფერისობის კრიტერიუმებს ან არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, განავითარონ და განსაზღვრონ საპენსიო სქემების საინვესტიციო სტრატეგია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანიები და მზღვეველები განახორციელებენ; გ) საპენსიო კომპანიის მიერ შერჩეული აქტივების მმართველი კომპანია ან მზღვეველი, მათ შორის, უცხოური აქტივების მმართველი კომპანია ან უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებს საპენსიო აქტივების მართვის საქმიანობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად; დ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საპენსიო ორგანიზაცია არის დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 17 ე) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის შემთხვევაში − უცხოური საპენსიო ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის ან მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს საპენსიო საქმიანობა იმ ქვეყანაში, სადაც ის რეგისტრირებულია/დაფუძნებულია; ვ) მჭიდრო კავშირმა შესაძლოა შეაფერხოს სამსახურის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) არსებობს საპენსიო კომპანიის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. სამსახური ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის/აღიარების ან ლიცენზიის გაცემაზე/აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახური განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. |